ტექნოლოგიები

უცნობი კომპანია, რომელიც iPhone-ებს, Kindle-ებსა და Playstation-ებს აწარმოებს

Bloomberg

Foxconn ტაივანური გიგანტია, რომელიც მსოფლიოში წარმოებული ელექტროტექნიკის დაახლოებით 20%-ს ამზადებს. კომპანია საკუთარი ბრენდის ქვეშ პროდუქციას მხოლოდ ტაივანში ყიდის, მისი ძირითადი საქმიანობა კი სხვა ტექნოლოგიური კომპანიებისთვის, როგორიცაა Apple, Dell, Acer, HP, Sony, Microsoft-ისა და სხვა, პროდუქციის დამზადებაა. კომპანიის მოგების ძირითადი გენერატორი iPhone-ების დამზადებაა, სწორედ Apple-ის კონტრაქტით შეძლო კომპანიამ წლიურად 20%-ზე მეტი ზრდის მიღწევა, რადგანაც მსოფლიოში გაყიდული 821 მილიონი iPhone-იდან 60% სწორედ Foxconn-ის დამზადებულია. Foxconn დედამიწაზე ერთ-ერთი უდიდესი დამსაქმებელიცაა, მასში 1.3 მილიონი ადამიანი მუშაობს. 

Foxconn გაფართოებას გეგმავს, ის იაპონური მწარმოებლის Sharp-ის $6 მილიარდად ყიდვას აპირებს. Sharp-ის მოგება უკვე წლებია მცირდება, კომპანიამ ვერ შეძლო საკუთარი პროდუქციისთვის სწორი ფასისა და მარკეტინგის მოძებნა, ამიტომაც ახლა აქტივების გაყიდვაზე არის გადასული. Sharp, სავარაუდოდ, Foxconn-ის კუთვნილებაში, სხვა კომპანიებისთვის პროდუქციის წარმოების მიმართულებით გააქტიურდება.

კომენტარები