ტექნოლოგიები

SEGA ბრუნდება, კომპანია 1980-იანი წლების სათამაშო კონსოლს ხელახლა გამოუშვებს

ytimg.com

SEGA ერთ დროს, მსოფლიოში სათამაშო კონსოლების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი ბაზარზე ბრუნდება. კომპანია თავის ყველაზე პოპულარულ კონსოლ Genesis-ს ხელახლა გამოუშვებს.

კონსოლის ახალი მოდელი გაყიდვაში მომავალი კვირიდან ჩაეშვება. კონსოლი Genesis-ი პირველად 1988 წელს შეიქმნა. ახალი Mini Genesis-ი, კონსოლის თავდაპირველ მოდელზეა აწყობილი. ახალ კონსოლებში SEGA-ს ყველაზე პოპულარული თამაშები შევა, მათ შორის Street Fighter II" "Sonic the Hedgehog," "World of Illusion Starring Mickey Mouse and Donald Duck" da "Castlevania: Bloodlines.

კონსოლის ყიდვა 79 დოლარად იქნება შესაძლებელი და პაკეტში კონტროლერებთან ერთად, 42 თამაში მოყვება. კომპანიის თქმით, ახალი კონსოლი ზომაში ორიგინალზე დაახლოებით, ორჯერ პატარა იქნება, თუმცა უცვლელი დარჩება 16 ბიტიანი თამაშების ესთეტიკა და მუსიკა.

1990-იან წლებში SEGA, Sony-ისთან და NINTENDO-სთან ერთად მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი კონსოლი იყო. დროთა განმავლობაში კომპანია სულ უფრო გაუჭირდება უფრო დიდი კონკურენტებთან წინააღმდეგობა და საბოლოოდ კომპანიამ კონსოლების წარმოება შეწყვიტა. ბოლო წლებში SEGA ძირითადად, თამაშები ლიცენზირებაზე მუშაობდა.

კომენტარები