ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გაიოზ თალაკვაძემ თანამდებობა დატოვა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ზაზა სოფრომაძის თქმით, თალაკვაძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე რამდენიმე დღის წინ დატოვა.
აღნიშნულ თანამდებობაზე გაიოზ თალაკვაძე მიმდინარე წლის 2 მარტს დაინიშნა. მანამდე ის სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელობდა.