სამხედრო სამსახური

ხიდაშელი: სამხედრო სამსახური მთლიანად საკონტრაქტო უნდა იყოს

თინა ხიდაშელი
თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელს მიაჩნია, რომ სამხედრო სამსახური მთლიანად საკონტრაქტო უნდა იყოს. ამის შესახებ მან დღევანდელი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"თემა სხვანაირად დგას - ვტოვებთ თუ არა სამხედრო სამსახურს იმ ფორმით, როგორიც დღეს არის. ბევრი ტიპის სხვადასხვა ვალდებულებები აქვს საქართველოს აღებული. მათ შორის ისიც, რომ 2016 წლის ბოლომდე სავალდებულო სამხედრო სამსახური უნდა გაუქმდეს. ამიტომ ეს თემები ფუნდამენტურ განხილვას საჭიროებს. მზად ვარ, მივიდე კომიტეტში, პარლამენტში, ნებისმიერ ფორმატში და დისკუსია დავიწყოთ. მე პირადად მგონია, რომ მთლიანად საკონტრაქტო უნდა იყოს სამსახური", - თქვა ხიდაშელმა.

კომენტარები