სამხედრო სამსახური

სავალდებულო სამხედრო სამსახური სტუდენტებს აღარ შეეხებათ

ქართველი სამხედროები ღირსეული პარტნიორი 2020-ის სწავლების დასრულების ცერემონიაზე. 2020 წლის 18 სექტემბერი.
აშშ-ს საელჩო საქართველოში

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სტუდენტებს სავალდებულო სამხედრო სამსახური არ შეეხებათ.

"თავდაცვის ახალი კოდექსით სავალდებულო სამხედრო სამსახური სტუდენტებს არ შეეხებათ". – წერს თავდაცვის უწყება. 

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სტუდენტებს სამხედრო სამსახურის გავლა მხოლოდ საკუთარი სურვილის შემთხვევაში შეეძლებათ.

ახალი კოდექსით, სტუდენტებს, ნებაყოფლობით, სურვილის შემთხვევაში, არდადეგებისა და უქმეების ხარჯზე, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის შესაძლებლობის რამდენიმე ვარიანტი ექნებათ:

  •  თუ სამხედრო წვრთნას გაივლიან ყოველწლიურად, ზაფხულში, 1 თვის განმავლობაში, მომდევნო 4 წელი;

  • ან გაივლიან 2-წლიან უმცროს ოფიცერთა მომზადების პროგრამას ისე, რომ ხელი არ შეეშლებათ განათლების მიღებაში, ხოლო სწავლის დასრულებისა და ხარისხის მიღების შემთხვევაში, მიენიჭებათ ლეიტენანტის სამხედრო წოდება, აკადემიური ხარისხის ვერ მიღების შემთხვევაში კი - სერჟანტის წოდება;

  • ან გარკვეული კრიტერიუმების შესაბამისად, ჩაირიცხებიან უკვე მოქმედ ანაზღაურებად ტერიტორიულ რეზერვში და იმსახურებენ 4 წლის განმავლობაში წელიწადში 45 დღე, რომლის სამი წლის ამოწურვის შემდგომ, წვევამდელთა ეროვნული სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ.

აქამდე, ახალი კოდექსის მიხედვით, აპირებდნენ, რომ ცვლილებით, მოქალაქეს სტუდენტის სტატუსით სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადება აღარ შესძლებოდა. თავდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობდა, რომ, საჭიროების შემთხვევაში, სტუდენტების შერჩევა შემთხვევითი პრინციპით მოხდებოდა.

კომენტარები