საქართველო-სომხეთის ურთიერთობა

პრემიერი: საქართველო ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს რეგიონის განვითარებაში

ტაბულა

"საქართველო ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს რეგიონის განვითარებაში", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის პრემიერმინისტრ ჰოვიკ აბრაჰამიანის ვიზიტის კომენტირებისას განაცხადა. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მისი სომეხი კოლეგა ბათუმში არაოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა და საუბრის მთავარი თემები ორი ქვეყნის თანამშრომლობა და ეკონომიკური საკითხები იყო.

„ვფიქრობ, ეს კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ჩვენს შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავებას. საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აქვს რეგიონში. ჩვენ გვაქვს კარგი ურთიერთობები რეგიონში ყველა ქვეყანასთან - თურქეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერმინისტრმა სომეხ კოლეგას ბათუმში გუშინ უმასპინძლა.

კომენტარები