ტურისტები

ვოლსკი ტურისტებზე კვოტების დაწესებაზე: ჯავახიშვილს თავისი გარკვეული აზრი აქვს

თქვენ უნდა შეეგუოთ, თქვენი კომპანიაც და ალბათ, საერთოდ მედიასივრცეც იმას, რომ ადამიანს შეიძლება გარკვეული აზრი გააჩნდეს რაღაც საკითხთან დაკავშირებით და არ უნდა იყოს, რომ ერთი აზრის გარშემო ტრიალებდეს მთელი ორბიტა... უნდა იყოს ერთი ადამიანის მოსაზრება და აზრი... ნოდარ ჯავახიშვილს ეგ საკითხი პირდაპირ არ ეხება, მაგრამ მინისტრთა კაბინეტში შეუძლია ამ საკითხის განხილვა და ამაში ტრაგედიას ვერაფერს ვერ ვხედავ.

განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ ტაბულას კითხვაზე, ეთანხმება თუ არა ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრის ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებას, რომ ბევრი ტურისტი საზიანოა და კვოტები უნდა დაწესდეს.

კომენტარები