ტურისტები

ივლისში ირანელი ტურისტების რაოდენობა, დაახლოებით 21 ათასით შემცირდა

georgicatravel.ge

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმისტრაციის მონაცემებით, ივლისში საქართველოში ჩამოსული ირანელი ვიზიტორების რაოდენობა წინა წელთან შედარებით, 60%-ით შემცირდა, 15,8%-ით არის შემცირებული ტურისტების რაოდენობა ინდოეთიდან.

სულ, 2019 წლის ივლისში საქართველოში 13,437 ირანელი ვიზიტორი შემოვიდა, რაც 21 ათასით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით. რაც შეეხება ინდოეთს ამ ქვეყნიდან წელს 614-ით ნაკლები ტურისტი ჩამოვიდა.

ირანიდან ტურისტული ნაკადის კლებამ თითქმის ორჯერ გადააჭარბა, კლებას რუსეთიდან, საიდანაც 10 ათასით ნაკლები ვიზიტორი შემოვიდა. შეგახსენებთ, რომ რუსსეთსა და საქართველოს შორის ავია მიმოსვლა, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით 8 ივლისს შეწყდა.

ირანელი ტურისტების კლების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად, ირანის მოქალაქეეს საზღვრიდან გაბრუნების გახშირებული შემთხვევებია. წელს საქართველოს საზღვრებიდან სულ 13,165 ადამიანი გააბრუნეს, აქედან 5,656 კი სწორედ ირანის მოქალაქე. 

საქართველოში ირანის ელჩის სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდის ინფორმაციით, სწორედ, საზღვრიდან გაბრუნების ხშირი შემთხვევები არის ის მიზეზი რის გამოც, ირანის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლის სურვილი აღარ აქვთ.

აღსანიშნავია, რომ ირანელი ტურისტები მაღალი ხარჯვიანობით გამოირჩევიან. ერთი ირანელი ტურისტი საშუალო ხარჯი საქართველოში 2,116 ლარია. თუ კი ამ მაჩვენებლეს საზღვრიდან გაბრუნებული მოქალაქეების რაოდენობაზე გავამრავლებთ, გამოდის, რომ საქართველოს ეკონომიკამ თითქმის 12 მილიონი ლარით იზარალა.

საქართველოს საზღვრებიდან გაბრუნების რიცხვით სწორედ, ირანის და ინდოეთის მოქალაქეები ლიდერობენ.

 

კომენტარები