ტურისტები

შსს: ტურისტთა რაოდენობა გაიზარდა

RFE/RL

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა 2013 წლის აგვისტოს სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. შსს-ს ინფორმაციით, 2013 წლის აგვისტოში საქართველოს 770 608 ვიზიტორი ეწვია, რაც, უწყების ცნობით, 2012 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 28,2 %-ით მეტია.

რაც შეეხება მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს ინტერვალს, დასახელებულ შუალედში ჯამურმა რაოდენობამ 3 568 518 ვიზიტი შეადგინა, რაც, შსს-ს ცნობით, 26,4%-ით მეტია 2012 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე.

"შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით კი, მონაცემთა ურთიერთმიმართება შემდეგია:
ა) ტურისტი - 1 415 215 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 40%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 18,7%);
ბ) ტრანზიტი - 758 872 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 21%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 61%);
გ) სხვა - 1 394 431 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 39%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 20%)" - წერია შსს-ს განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, 2013 წლის აგვისტოში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (+25%), აზერბაიჯანიდან (+21,9%), სომხეთიდან (+26,8%), რუსეთიდან (+44,2%), უკრაინიდან (+59,3%) და ირანიდან (-41,2%) განხორციელდა.

"ასევე, გარკვეული ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით იანვარ-აგვისტოს თვეებში გამოირჩევიან პოლონეთი, ჩეხეთი და ავსტრია (შესაბამისად 72%, 35% და 30%), შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთის (37%), ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან კი ბელარუსის მოქალაქეები - 64%-იანი მატებით", - აცხადებს შსს.

კომენტარები