ტურისტები

ვოლსკი კვოტების დაწესებაზე: ტურისტების რაოდენობას ბაზარი თვითონ არეგულირებს

მე ვიზიარებ თუ არ ვიზიარებ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავრობის სტრატეგია ტურიზმთან დაკავშირებით ყალიბდება, ნოდარ ჯავახიშვილს შეიძლება, თავის მოსაზრება ჰქონდეს და ამაში არაფერი არ არის სასკანდალო. თქვას მთავრობაზე... ჩემი პირადი მოსაზრება - თუ გაინტერესებთ, გეტყვით - საქართველოს ინფრასტრუქტურა უნდა პასუხობდეს ტურისტების რაოდენობას, თუკი ჭარბი ზომით შემოვა ტურისტები, ვერც ნოდარ ჯავახიშვილი და ვერც გია ვოლსკი ვერ დაარეგულირებს ამ რაოდენობას. უბრალოდ, უნდა იყოს ინფრასტრუქტურა შესაბამისობაში ტურიზმის მოთხოვნებთან. სხვადასხვა დონის მოთხოვნებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს, როგორც ტურისტულ ქვეყანას, რასაკვირველია, ავტორიტეტი დაუვარდება, თუ ვერ უზრუნველყოფს დიდი რაოდენობით ტურისტების მომსახურებას. ქვეყანაში ზუსტად იმდენი ტურისტი შემოდის, რამდენის რესურსიც ქვეყანას დღეს გააჩნია, ასე რომ, ბაზარი თვითონ არეგულირებს ამ თემას.

განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ ტაბულას კითხვაზე, ეთანხმება თუ არა ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრის ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებას, რომ ბევრი ტურისტი საზიანოა და კვოტები უნდა დაწესდეს.

კომენტარები