21 მარტის აქცია

სააკაშვილი: მთავრობა ღიად მფარველობს კრიმინალს და ებრძვის მამხილებელ პოლიციელს

გული მიკვდება, რომ კრიმინალი ისევ დაბრუნდა ქუჩებში, რომ ისევ ძველი ბიჭები არჩევენ საქმეებს, ფლობენ, მიჰყავთ და აკონტროლებენ სიტუაციას ჩვენს ეზოებში, ჩვენს სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში. ძალიან შემოიჭრნენ ჩვენს ოჯახებში. გული მიკვდება, რომ ჩვენს პოლიციას აბუჩად იგდებენ. გული მიკვდება იმაზე, რომ - ამას წინათ, როდესაც კრიმინალმა პოლიციელი მოკლა, მთავრობამ ის გადააპარა საზღვარზე და მეორე პოლიციელი, რომელმაც ამ დანაშაულის კადრები ამოიღო - საქართველოს მთავრობამ ის საჯაროდ გამოაცხადა კრიმინალად და დაპატიმრებით დაემუქრა იმისთვის, რომ სიმართლე თქვა, კრიმინალი ამხილა და სააშკარაოზე გამოიტანა სრული უმსგავსობა. ესე იგი, დღეს ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელიც სრულიად უტიფრად, ურცხვად, ღიად მფარველობს კრიმინალს და ებრძვის სიმართლესა და სიმართლის მთქმელს.

მიმართა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელი აქციის მონაწილეებს ბრიუსელიდან.

კომენტარები