21 მარტის აქცია

რატიანი: საქართველოს მთავრობა არის ივანიშვილის მომსახურე პერსონალი

საქართველოს ჰყოლია ბევრნაირი მთავრობა და მათ სხვადასხვანაირად აფასებდნენ, მაგრამ, ბოლო ოცი წლის განმავლობაში, დღეს საქართველოს უბრალოდ არ ჰყავს მთავრობა, იმიტომ, რომ ეს მთავრობა არის ივანიშვილის მომსახურე პერსონალი. სწორედ ამიტომ, ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ეს მთავრობა უნდა წავიდეს. ჩვენ შეგვიძლია მშვიდად წინსვლა, საქართველოში უნდა დასრულდეს დაპირისპირება. ჩვენ შეგვიძლია მშენებლობა, ჩვენ შეგვიძლია წარმატება. საქართველოს მთავრობა უნდა წავიდეს.

განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა სერგო რატიანმა თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე.

კომენტარები