21 მარტის აქცია

პრეზიდენტი: ყველას აქვს გამოხატვის უფლება, მაგრამ უნდა ემორჩილებოდნენ კანონს

მიხარია, რომ შს მინისტრი ორი დღის წინ რამდენადაც ვიცი, შეხვდა აქციის მონაწილეებს და მათთან ერთად დაგეგმა ამ აქციის ევროპულ-თანამედროვე ფორმატში ჩატარება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ საზოგადოებას. დემოკრატიულ საზოგადოებაში ყველას აქვს გამოხატვის უფლება, მაგრამ ამავე დროს, ყველა უნდა ემორჩილებოდეს კანონს. ასეთი შეხვედრა, რაც შს მინისტრსა და აქციის მონაწილეებს შორის შედგა, ფაქტობრივად არის ევროპული სტანდარტის დანერგვა ჩვენს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში.

განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მარნეულში, დღევანდელი აქციის შესახებ.

კომენტარები