21 მარტის აქცია

პრემიერი: ენმ-ს არც ერთი კონსტრუქციული იდეა არ მიუწოდებია საზოგადოებისთვის

მე აქვე მინდა, გულისწუხილი გამოვთქვა, რომ ამ ადამიანებს, ამ ორი წლის განმავლობაში, არც ერთი კონსტრუქციული იდეა არ მიუწოდებიათ საზოგადოებისთვის. ესენი არიან საკუთარ თავზე ორიენტირებულები. მათი ამოცანა არის, რომ ქვეყანა შეფერხდეს. ქვეყანა არ განვითარდეს, მაგრამ ისინი ამას ვერ მიაღწევენ. ჩვენ ვართ მობილიზებულნი, ჩვენ ვართ მოტივირებულნი, რომ ქვეყანა გავძლიეროთ. აქვე მინდა გითხრათ, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე ათასი ადამიანის მობილიზება, მოქრთამვა ფულით შეძლეს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს არის ძალიან დროებითი, და ის სისასტიკე და ის სადიზმი, რომელიც არსებობდა წლების განმავლობაში საქართველოში, ეს ვერასდროს ვერ დაბრუნდება ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ამას არასოდეს დავუშვებთ და ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა და განვითარება.

განაცხადა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარნეულში, დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით.

კომენტარები