21 მარტის აქცია

თავისუფლების მოედანზე აქციისთვის სცენას ამონტაჟებენ

ენმ

თბილისში, თავისუფლების მოედანზე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქციისთვის სცენის მონტაჟი მიმდინარეობს. სცენას და რამდენიმე დიდ მონიტორს თბილისის საკრებულოს შენობის წინ ამონტაჟებენ.

აქცია თავისუფლების მოედანზე 16:00 საათზე დაიწყება. იქამდე, აქციის მონაწილეები ვარდების მოედანსა და ბარათაშვილის ქუჩაზე (ყოფილი კოლმეურნეობის მოედანი) შეიკრიბებიან, საიდანაც მოეწყობა მსვლელობა თავისუფლების მოედნისკენ. მათ შეუერთდებიან რეგიონებიდან წამოსული კოლონებიც.

კომენტარები