ლარის კურსის გაუფასურება

კალაძე: რამდენიმე დღეში წარმოავდგენთ რა ხარჯების შემცირდება ბიუჯეტიდან

ვიცეპრემიერმა კახა კალაძემ რუსთავი 2-ის გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში სტუმრობისას განაცხადა, რომ მთავრობა სავალუტო კრიზისთან დაკავშირებით ანტიკრიზისულ გეგმას რამდენიმე დღეში წარმოადგენს.

"მთავრობას აქვს კონრეტული გეგმა თუ რა უნდა გაკეთდეს. ერთი არის ის რომ სავალუტო ფონდის მისიასთან, ახლაც მიმდინარეობს კონსულტაციები და მე ვფიქრობ, რამდენიმე დღეში იქნება წარმოდგენილი თუ რა ხარჯების შემცირება უნდა მოხდეს ბიუჯეტიდან.

რამდენიმე დღეში იქნება ეს წარმოდგენილი, კონსულტაციები მიმდინარეობს ფინანსთა სამინისტრო, სავალუტო ფონდი, ეკონომიკის სამინისტრო ჩართულია ამ პროცესებში და უახლოეს დღეებში ეს ყველაფერი წარმოდგენილი იქნება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ უნდა გახორციელდეს ინვესტიციები და ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილები.

მინდა გითხრათ, რომ მხოლოდ ენერგეტიკის მიმართულებით, თუ რა პროექტები ხორციელდება, რა ინვესტიციები შემოვა. მე გუშინ ვიმყოფებოდი აჭარაში, სადაც მოვინახულე იქ მიმდინარე ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა, აჭარის წყალი, რომელიც ორი ჰიდროელექტროსადგურისგან შედგება, დაახლოებით 50 მილიონიდან 60 - მდე $ ინვესტიცია განხორციელდება 2015 წელს, ასევე ტატას პროექტი სადაც 100 მილიონი დაიხარჯება, დარიალის ჰიდროელექტრო სადგური, სადაც დაახლოებით 50 მილიონი დაიხარჯება, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციებია. მხოლოდ ენერგწეტიკის მიმართულებით ქვეყანაში მხოლოდ 2015 წელს იქნება დაახლოებით 640 მილიონი ამერიკული დოლარი დახარჯული. ეს რათქმაუნდა ძალიან მნიშვნელოვანია. ეკეონომიკის სამინისტრო გეგმავს პრივატიზების გაკეთებას გარკვეულ ობიექტებზე, რომელიც უახლოეს მომავალში ცნობილი იქნება საზოგადოებისთვის", - თქვა ვიცეპრემიერმა.

კომენტარები