ლარის კურსის გაუფასურება

კალაძე: თუ გაიზრდება გაზისა და ელექტროენერგიის ფასი მოსახლეობას ვაცნობებთ

კახა კალაძე
facebook.com/kakhakaladzeofficial

კითხვას, გაძვირდება თუ არა პური, ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი, ვიცეპრემიერმა კახა კალაძემ რუსთავი 2-ის გადაცემა არცევანში სტუმრობისას უპასუხა:

"ამ მიმართულებით ვმუშაობთ. ელექტროენერგიას რაც შეეხება სემეკს დაწყებული აქვს მუშაობა. თუმცა რაც შეეხება პურის მომატებას იმ შემთხვევაში თუ გაზის ტარიფი იქნება გაზრდილი, ესეც ძალიან მალე იქნება ცნობილი. ჩვენ გვქონდა საუბარი, რომ შესაძლებელია მოხდეს გაძვირება მხოლოდ კომერციულ ობიექტებზე და იქაც პურის ქარზნებზე იქნება სპეციალური ტარიფები იმისთვის, რომ არ გაიზარდოს პურის ფასი. აქაც მე მოვისმინე ძალიან ბევრი კომენტარი და ვფიქრობ, რომ ზოგიერთი პურის ქარხნის ხელმძღვანელობა სპეკულირებდა ამ თემით, რადგან ჩვენ ყველაფერი დათვლილი გვაქვს.

ჩვენ თუ გვინდა, რომ ენერგეტიკული მიმართულებით ქვეყანა ვითარდებოდეს, ხელი უნდა შევუწყოთ ინვესტიციების შემოდინებას, ახალი პროექტების, ინფრასტრუქტურული პროექტების გახორციელებას ენერგეტიკის მიმართულებით" - განაცხადა კალაძემ.

კითხვას, რომელი კომპონენტის გადახედვაზე მუშაობს სემეკი, გაზის ფასეების თუ ელექტროენერგიის, ვიცეპრემიერმა უპასუხა, რომ ორივეზე მიმდინარეობს მუშაობა.

"ელექტროენერგიის ფასები და ამავდროულად გაზის ფასებიც. იცით, რომ გაზის 10% იმპორტირებულია, მეზობელი ქვეყნებიდან ვყიდულობთ დოლარზე, ვყიდით ლარში გარკვეული პრობლემები შეექმნათ კომპანიებს, რომლებიც საქართველოში დისტრიბუციას ახორციელებენ ამ მიმართულებით მიმდიანრეობს მუშაობა.

- ანუ გაძვირდება?

მე ცოტა გამიჭირდება წინასწარ არ მინდა მოვლენებს გავუსწრო, დაველოდოთ თუმცა უახლოეს დღეებში ცნობილი იქნება, თუ გაზრდა გარდაუვალი იქნება ამასაც ვაცნობებეთ მოსახლეობას", - თქვა კალაძემ.

 

კომენტარები