ლარის კურსის გაუფასურება

ლარი დღეს 7 თეთრით გაუფასურდა

კოლაჟი / ტაბულა

დღეს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე ბანკმა ლარის დასტაბილურების მიზნით $40 მილიონი დოლარი გაყიდა, თუმცა ამან ლარის გაცვლითი კურსის ვარდნა ვერ შეაჩერა, რადგანაც აუქციონზე დოლარის ახალი ფასი 2,2619 დადგინდა. სწორედ 2,2619 იქნება ხვალიდან ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი. ასეთი მაღალი ტემპით ეროვნული ვალუტა აქამდე არ გაუფასურებულა. 

გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზს იანვარში ექსპორტის $68-მილიონიანი შემცირება და ფულადი გზავნილების $23-მილიონიანი კლება წარმოადგენს. ექსპორტის შემცირებასთან ერთად აღსანიშნავია იმპორტის ზრდა, რაც ქვეყნიდან უცხოური ვალუტის გადინებას იწვევს. საქართველოში უცხოური ვალუტის მოცულობის შემცირება კი ეროვნული ვალუტის გაუფასურებას იწვევს.

კომენტარები