ლარის კურსის გაუფასურება

კალაძე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს არ გამორიცხავს

კახა კალაძე
დიმა ჩიკვაიძე / ტაბულა

ვიცეპრემიერი კახა კალაძე, რუსთავი 2-ის გადაცემა არჩევანში სტუმრობისას, კითხვას, შესაძლოა თუ არა დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ სავალუტო კრიზისი გაგრძელდება, პასუხობს, რომ გამორიცხული არაფერია.

"მე გამიჭირდება პასუხის გაცემა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების აუცილებლობაზე, თუმცა ამის კონსტიტუციური უფლება ნამდვილად გაგვაჩნია, თუ ამის აუცილებლობა იქნება საჭირო, მე ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, ეს პოლიტიკის ნაწილია. გამორიცხული არაფერი არ არის", - განაცხადა ვიცეპრემიერმა.

კომენტარები