ახალი ტექნოლოგიები

კომუნიკაციების კომისიამ 4G ინტერნეტის ლიცენზიისთვის აუქციონი გამოაცხადა

კომუნიკაციების ეროვნული კომისია
www.facebook.com/pages/კომუნიკაციების-ეროვნული-კომისია/

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მეოთხე თაობის ინტერნეტმომსახურების დასანერგად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გასაცემად აუქციონი გამოაცხადა.

აუქციონში მონაწილეობის მსურველმა კომპანიებმა კომისიების ეროვნულ კომისიაში საბუთები 2014 წლის 19 დეკემბრადმე უნდა წარადგინონ. 4G ინტერნეტის ლიცენზიის საწყისი ფასი 48 მილიონი ლარი იქნება. აუქციონი 29 დეკემბერს გაიმართება. აუქციონზე ლიცენზიის მოპოვების ერთი ბიჯი 2,4 მილიონი ლარი იქნება. 

აუქციონში გამარჯვებულმა კომპანიამ მჭიდროდ დასახლებული ქალაქების გარდა 4G ინტერნეტისთვის საჭირო ტექნიკური აღჭურვილობით უნდა უზრუნველყოს საქართველოს ის დასახლებული პუნქტები, რომელთა მოსახლეობაც 5000-ზე ნაკლებია. მცირე ზომის დასახლებული პუნქტების ინტერნეტით უზრუნველყოფა 2020 წელს უნდა დასრულდეს. 

კომენტარები