2019 წლის Nanchang Flight Convention-ის მონაწილეებმა, ჩინეთში, სხვადასხვა ფრად განათებული 800 დრონი ცაში ააფრინეს და "თვითმფრინავი მოჩვენება" და სხვა ობიექტების ფორმები შექმნეს.

ფოტო: boredpanda
ღამის ცაში აფრენილი უამრავი დრონი, ჰაერში ვერტმფრენების, თვითმფრინავების და სხვა ობიექტების ფორმებს, ჩინეთის აერონავტიკისთვის პატივის მისაგებად ქმნიდა.

ფოტო: boredpanda
დრონების წარმოება ჩინეთში საგრძნობლად განვითარდა და გაიზარდა. შემქმნელები ცდილობენ, დრონებს მეტი ფუნქცია შემატონ. მოცემულ დრონებს საერთო პროგრამა ჰქონდათ, რომელიც საშუალებას იძლეოდა, ყველა დანადგარს სინქრონულად ემოძრავა.





