ახალი ტექნოლოგიები

სახის ამოცნობის ტექნოლოგიას ღორის ემოციური მდგომარეობის განსაზღვრა შეუძლია

მეცნიერებმა განავითარეს სახის ამოცნობის ტექნოლოგია, რომელსაც ღორების ემოციური მდგომარეობის განსაზღვრა მათი სახის გამომეტყველების მიხედვით შეუძლია, პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანიც ფერმებში ცხოველების კეთილდღეობის გაუმჯობესებაა.

მკვლევრები ამბობენ, რომ მათ შეუძლიათ ღორის გამომეტყველების მიხედვით დაადგინონ, კმაყოფილია ის თუ იტანჯება. ისინი მუშაობენ ახალ ხელსაწყოზე, რომელიც დააკვირდება ცალკეული ღორების სახის გამომეტყველებებს და შეატყობინებს ფერმერებს მობილურებზე ღორების ჯანმრთელობის და კეთიდლღეობის პრობლემების შესახებ. მათი თქმით, ხშირად, სტრესი ღორების სახეზე ხილვადია მანამ, სანამ დაავადებით გამოწვეული სამედიცინო სიმპტომები გამოაშკარავდება. 

შოტლანდიის აგრარულ კოლეჯში ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ ღორები ექსპრესიული ცხოველები არიან. მათ შეუძლიათ სიგნალი მისცენ სხვა ღორებს, თავიანთი სახის გამომეტყველებებით. ისინი განსხვავებულ გამომეტყველებებს იღებენ, როცა სტკივათ და სტრესის ქვეშ არიან. 

ბოლო პროექტში, მათ აღბეჭდეს დედა ღორების გამოსახულებები სხვადასხვა სიტუაციებში, ტკივილის განცდისას და მას შემდეგ, რაც ტკივილგამაყუჩებელი მიიღეს. როცა ღორები დამშვიდებულები და კმაყოფილები არიან და არაფერი სტკივათ, ეს მათ გამომეტყველებებში გამოიხატება. 

გამოსახულებები University of the West of England-ის ბრისტოლის მანქანური მხედველობის ცენტრში დაამუშავეს, სადაც შექმნეს მანქანური სწავლების ტექნოლოგიები, რომლებსაც შეუძლიათ ამოიცნონ განსხვავებული ემოციები, რაც კონკრეტულ სახის გამომეტყველებებში ვლინდება. 

შოტლანდიის აგრარული კოლეჯის მკვლევრის, ემა ბაქსტერის თქმით: "ღორების ჯანმრთელობის პრობლემების ადრეული ამოცნობა მისცემს ფერმერებს შესაძლებლობას, გააუმჯობესონ ცხოველების კეთილდღეობა პრობლემებზე სწრაფი რეაგირების და ინდივიდზე მორგებული მკურნალობის დანერგვის მეშვეობით. მისი თქმით, ეს შეამცირებს წარმოების ხარჯებს." 

ამ ტექნოლოგიის დახვეწის შემდეგ, გუნდი ეცდება მის დანერგვას ფერმებში, სადაც ინდივიდუალურ ღორები მუდმივი მონიტორინგის ქვეშ ეყოლებათ. 

ირლანდიელი ვეტერინარი, რომელიც ღორებზე სპეციალიზდება, პეტ კირვანი, ადასტურებს სახის გამომეტყველებების (ღიმილი და შეწუხებული გამომეტყველება) ანალიზის სარგებელს ღორებში. მისი თქმით, გამომეტყველებებთან ერთად, ღორების კეთილდღეობის კარგი ინდიკატორია ვოკალიზაცია. მისი  თქმით, ღორების მოსმენა სათამაშო მოედანზე ბავშვების მოსმენას ჰგავს; სიხარულის და მწუხარების ხმების გარჩევა სწრაფადაა შესაძლებელი. "თუ ღორები ძაღლებივით ყეფენ, ისინი ბედნიერები არიან თავიანთ გარემოში, თუ ისინი ჩუმად არიან, რაღაც რიგზე არაა. 

მანქანური მხედველობის ცენტრის პროფესორი, მელვინ სმითი ამბობს, რომ ტექნოლოგია ღორებში სახის გამომეტყველების ამოცნობისას, შემთხვევათა 97%-შია ეფექტურია. 

კომენტარები