ახალი ტექნოლოგიები

Apple სამ ახალ Iphone-ს გამოუშვებს

.bwbx.io

ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Apple-ი მიმდინარე წელს Iphone-ის სამ ახალ მოდელს და ყველაზე დიდ MacBook Pro-ს გამოუშვებს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.

ამის გარდა, გაყიდვაში ჩაეშვება განახლებული iPad Pro, Apple Watch, AirPods-ი. გამოცემის ინფორმაციით, ყველაზე ადრე გაყიდვაში სმარტფონების ახალი მოდელები ჩაეშვება, რომლებმაც უნდა შეცვალონ iPhone XS, iPhone XS Max და iPone XR.

გამოცემის ინფორმაციით, ახალი მოდელების ზომები უცვლელი დარჩება და არცერთი მათგანს არ ექნება 5G ინტერნეტის მხარდაჭერა, თუმცა განუახლდებათ პროცესორი, ვიდეო და ფოტო გადაღების ხარისხი, ასევე, დაემატება კადრირების და რედაქტირების ფუნქცია ჩაწერის განმავლობაში, ამაღლდება წყლის გაუმტარუნარიანობა.

ახალი ლეპტოპ, MacBook Pro-ს 16 დუიმის სიგრძის ახალი ეკრანით აღიჭურვება. ასევე, გაიზრდება ყველაზე იაფი iPad-ის ეკრანიც, სხვა მოდელებს იგივე ეკრანი შეუნარჩუნდება, თუმცა პროცესერობი, ფოტო და ვიდეო კამერები უკეთესით შეიცვლება.

რაც შეეხება  AirPods-ს, გამოცემის ინფორმაციით, ყურსასმენების ახალი მოდელი წყალგაუმტარი იქნება და აღიჭურვება ხმაურის დახშობის ფუნქციით. ხოლო კომპანიის საათებში მხოლოდ ახალი დიზაინის ცვლილება იგეგმება.

კომენტარები