ახალი ტექნოლოგიები

სამი ახალი iPhone-ის პრეზენტაცია 10 სექტემბერს გაიმართება

Justin Sullivan / Getty Images

ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი, Apple სამი ახალი მოდელის iphone-ის პრეზენტაციას 10 სექტემბერს, კალიფორნიის შტატის ქალაქ კუპერტინოში, სტივ ჯობსის სახელობის თეატრში გამართავს.

პირდაპირ ტრანსლაცია პრეზენტაციიდან ხელმისაწვდომი იქნება კომპანიის ვებ-გვერდზე. პრეზენტაცია თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება.

როგორც ცნობილია, პრეზენტაციაზე ახალი სმარტფონების გარდა, წარმოადგენილი იქნება განახლებულ Mackbook Pro, Apple Watch-ი, iPad-ი.

ასევე, გაიმართება კომპანიის მიერ შექმნილი განახლებული აქსესუარების პრეზენტაცია, კერძოდ კი ყურსასმენი Airpods-ის და Homepad-ის. ამავე დღეს განახლდება კომპანიის მოწყობილობების პროგრამული უზრუნველყოფაც.

მიმდინარე წლის გაზაფხულზე, იგივე ადგილას კომპანიამ უკვე გამართა ერთი პრეზენტაცია. ამ ღონისძიების ფარგლებში კომპანიამ გამართა არა მოწყობილობების, არამედ ონლაინ სერვისების პრეზენტაცია. სწორედ მაშინ გაიცნო საზოგადოებამ Apple-ის სათამაშო სერვისი, Apple Arcade-ი და ახალი ამბების სექცია Appe News-ი.

ამავე პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, რომ კომპანია საკუთარი ვიდეო სტრიმინგ სერვისის, Apple TV+-ის ჩაშვებას გეგმავს. როგორც კომპანიაში განაცხადეს, სერვისი ისეთ გიგანტებს გაუწევს კონკურენაციას როგორიცაა Netflix, AT&T და Disney-ი. 

სერვისი სავარაუდოდ შემოდგომაზე მსოფლიოს 100 ქვეყანაში ერთდროულად ჩაეშვება. ორიგინალური ვიდეო კონტენტის წარმოებაზე უკვე Apple-მა 6 მილიარდი დოლარი დახარჯა.

კომენტარები