კახა ბენდუქიძე

საქართველოს პარლამენტმა კახა ბენდუქიძის ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომის გახსნისას, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა კახა ბენდუქიძის გარდაცვალების გამო, მის ოჯახს კანონმდებლების სახელით მიუსამძიმრა. კანონმდებლები უსუფაშვილის ამ განცხადებას ფეხზე წამოდგომით შეხვდნენ. 

"გუშინ გარდაიცვალა საქართველოს მთავრობის ყოფილი წევრი, ბატონი კახა ბენდუქიძე და თქვენი [დეპუტატების] სახელით ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ამის გამო და ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს. ბატონი კახა გახლდათ მართლაც არაორდინალური პიროვნება, რომლის ღვაწლს, რომლის საქმიანობას, მომავალი კიდევ უკეთ გამოაჩენს" - განაცხადა უსუფაშვილმა.

კომენტარები