კახა ბენდუქიძე

კახა ბენდუქიძეს გარდაცვალებიდან 6 წლის თავზე შვილიშვილი შეეძინა

Facebook / Anastasia Bendukidze

კახა ბენდუქიძეს გარდაცვალებიდან 6 წლის თავზე შვილიშვილი შეეძინა. კახა ბენდუქიძის შვილი, ანასტასია ბენდუქიძე საკუთარ Facebook გვერდზე წერს, რომ დღე, რომელიც მისთვის კალენდარში ყველაზე ცუდი დღე იყო, გახდა დღე, რომელსაც ყველაზე მეტად ელოდებოდა. 

"6 წელია ჩემთვის კალენდარში 13 ნოემბერი ყველაზე ცუდი დღეა. [...] ეს იყო დღე, როდესაც კახა ბენდუქიძე გარდაიცვალა და მე სამუდამოდ დავკარგე გულის ნაწილი. 

ვიფიქრე, რომ ბედი სასაცილო რამეა, როდესაც ექიმებმა მითხრეს ბავშვის გაჩენის ვადა 13 ნოემბერი იყო. ასე რომ, ყველაზე საშინელი დღე კალენდარში გახდა დღე, რომელსაც ყველაზე მეტად ველოდებოდი. 

ჩემმა შვილმა ამ სამყაროს მოვლენა 3.5 საათით ადრე გადაწყვიტა და 2020 წლის 12 ნოემბერს, 20:30 საათზე დაიბადა. [...] დარწმუნებული ვარ, კახა თვალყურს გვადევნებს და შვილიშვილს თავისი ცნობილი ულვაშიანი ღიმილით უღიმის". – წერს ანასტასია ბენდუქიძე.

ტაბულას დამფუძნებელი, რეფორმატორი კახა ბენდუქიძე ექვსი წლის წინ, 2014 წლის 13 ნოემბერს გარდაიცვალა.

კომენტარები