ახალი შავი სწორედ ასე მოიხსენიებენ ბრიტანული კომპანია Surrey NanoSystems-ის მკვლევრების მიერ შექმნილ ნივთიერება ვანტაბლექს. ეს ფერი თავისი ოპტიკური მონაცემებით წარმოადგენს ყველაზე შავ ნივთიერებას.
ვანტაბლექმა სინათლის შთანთქმის კოეფიციეტენტით მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ნახშირბადის ნანოტუბებისგან შემდგარი ფერი სინათლის მხოლოდ 0.035% ირეკლავს, დარჩენილი ნაწილი სრულად შთაინთქმება.
ნივთიერებას ალუმინის ფურცელზე ნახშირბადის ნანოტუბების თხელი ფენის მოთავსებით იღებენ, მისი სისქე ადამიანის თმის ღერზე 10,000-ჯერ თხელია. ვანტაბლექი არამარტო სინათლის არამედ სითბოს შთანთქმითაც რეკორდსმენია, ის სპილენძზე შვიდჯერ უფრო სწრაფად თბება. ნახშირბადოვანი აგებულების გამო ვანტაბლექი ფოლადზე ათჯერ უფრო მყარია.
The Independent-ის ცნობით ადამიანის თვალისთვის ამ ფერის გარჩევა პრაქტიკულად შეუძლებელია და ის შავი ხვრელის ეფექტის სახით აღიქმება. თუკი სხეული ვანტაბექით იქნება დაფარული ადამიანის თვალი მას, როგორც სიცარიელეს ისე აღიქვამს.

ფოტო: Surrey Nanosystems
ვანტაბლექის საჯარო პრეზენტაცია ინგლისში ფარნბოროს ავიაშოუზე შედგება, რომელიც ინგლისში 19-20 ივლისს იმართება.





