გიორგი ღონიაშვილის საქმე

თარგამაძე: ბოზობის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა გიორგი კაპანაძემ

მახსოვს, მთელი იმ "დაწყევლილი ცხრა წლის" განმავლობაში "ნაღდი ბიჭები" და "ვიშე-კრიში" გოგოები გოდებდნენ, რას შვრებიან, მთელი ქვეყანა გააბოზესო. მაგრამ, ჰოი საოცრებავ! როგორც კი ამ სოციუმმა "თავისუფლად სუნთქვა" დაიწყო, ბოზობა მათ საუკეთესო გართობად და საამაყო საქმიანობად იქცა. მას პომპეზური სახელიც დაარქვეს: სამართლიანობის აღდგენა! ჰოდა სწორად ამ დევიზით და საქართველოს მთავრობის, პირადად ჩემი მეზობელი ჰაკიმის პატრონაჟით თბილისში გამართულ ბოზობის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა ვინმე გიორგი კაპანაძემ, იგივე რიჟამ, რომელმაც სხვებზე იმით იმარჯვა, რომ საუკეთესო მეგობრის მიმართ არა მხოლოდ სიტყვიერად იბოზა, თვეების მანძილზე ოპერატიული კამერითაც გადაუღო და ბოლოს, სულაც ტელეკომპანია იმედზე, თეა სიჭინავას გადაცემა "ბოზების დრო"-ში გააგრძელა ეს ქმედება! დღეს რიჟას მხურვალედ მიესალმებიან! დღეს რიჟას დღეა! მაგრამ რიჟამაც იცის, ჰაკიმი ჩაივლის მალე.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გივი თარგამაძე გადაცემა პოლიტიკის დროში გიორგი კაპანაძის, ე.წ. რიჟას სტუმრობას ეხმაურება. კაპანაძემ გიორგი ღონიაშვილის დაკავების საქმეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მის გამოსავლენად, ღონიაშვილს თავად ეხმარებოდა და ფარული კამერითაც იწერდა.

კომენტარები