წინასაარჩევნო გარემო

თევდორაძე: ბაქრაძის ერთ-ერთი საარჩევნო შტაბის უფროსი ორდერის გარეშე გაჩხრიკეს

kutaisi.gov.ge

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი თევდორაძის განცხადებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატის დავით ბაქრაძის ხარაგაულის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის სახლი სამართალდამცავებმა შესაბამისი ორდერის გარეშე გაჩხრიკეს. როგორც თევდორაძემ დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, ხარაგაულის სოფელ ფარცხნალის საარჩევნო შტაბის უფროსის სახლში სამართალდამცავები დღეს, დილით, 06:00 საათზე შევიდნენ და სამი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. როგორც დეპუტატი ამბობს, ჩხრეკისას მათ ვერაფერი იპოვეს.

გიორგი თევდორაძე მომხდარს დავით ბაქრაძის წინასაარჩევნო კამპანიისათვის ხელის შეშლად აფასებს და შესაბამის ორგანოებს მომხდარით დაინტერესებისაკენ მოუწოდებს. თევდორაძის თქმითვე, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საერთაშორისო ორგანიზაციებს და უწყებათაშორის კომისიას მიმართავს.

კომენტარები