წინასაარჩევნო გარემო

ჭიაბერაშვილი ზუგდიდზე: ესაა ივანიშვილის განწირული მცდელობა, როგორმე შეინარჩუნოს ძალაუფლება

ეს არის ბიძინა ივანიშვილის განწირული მცდელობა, რომ როგორმე შეინარჩუნოს ძალაუფლება, მაგრამ ის შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე ძალაუფლებას აუცილებლად დაკარგავს, იმიტომ რომ ქართველი ხალხი აცნობიერებს, რომ ყოველი მომდევნო დღე, რაც მეტად რჩება ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში, ეს არის ჩვენი ხელიდან გაშვებული შანსი, რომ ამ ქვეყანას როგორმე ეშველოს.

ევროპული საქართველოს წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ზუგდიდში ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების შესახებ ტვ პირველის ეთერში. ორი დღის წინ ზუგდიდში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებსა და ტელეკომპანია "ოდიშის" ჟურნალისტს თავს დაესხნენ. შემთხვევა დადიანების სასახლის ეზოში მოხდა. ასევე, ორი დღეა ხმაურია ზუგდიდის საოლქო კომისიაში საიდანაც ამომრჩევლების სიები და ბეჭდები გაიტანეს. ოპოზიცია კომისიის თავმჯდომარის გადადგომას ითხოვს.

კომენტარები