წინასაარჩევნო გარემო

ბაქრაძე: ქართულმა ოცნებამ ვერ შეძლო განვითარების შექმნა

 ქართულმა ოცნებამ ვერ შეძლო ქვეყანაში პოზიტივის შექმნა, ვერ შეძლო განვითარების შექმნა, ვერ შეძლო მოსახლეობისთვის დაენახებინა უკეთესი ხვალინდელი დღე. ამ ყველაფრის ნაწილი იყო გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც ახალია, როგორც პრემიერი, მაგრამ ის იყო ეკონომიკის მინისტრი ამ ხელისუფლების პირველივე დღიდან, ის იყო ვიცეპრემიერი ამ მთავრობის პირველივე დღიდან. ამიტომ ის ბუნებრივი თანამონაწილეა იმ ყველაფრის, რამაც ამ შედეგამდე მოიყვანა ქართული ეკონომიკა. არაკომპეტენტურობა, უცოდინრობა, ერთიანი პოზიციის არარსებობა, უუნარობა, არათანმიმდევრულობა, ეს არის ყველა ის თვისება, რომლითაც ამ მთავრობამ გამოიჩინა თავი 4 წლის განმავლობაში. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი დავით ბაქრაძე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აფასებს, რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში.

კომენტარები