წინასაარჩევნო გარემო

ოხანაშვილი: ჩვენი სამარკო ნიშანია არჩევნების მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარება

ჩვენი სამარკო ნიშანია არჩევნების მშვიდ, გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში ჩატარება. მმართველმა პარტიამ ეს ყველა არჩევნებზე დაამტკიცა, რომელიც გავიარეთ. საპრეზიდენტო არჩევნები იყო და არის კიდევ ერთი ნათელი დასტური, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ნეიტრალური იყო. სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ხორციელდებოდა ყველა ფაქტზე და ყველა შესაძლო დარღვევაზე ოპერატიული რეაგირება. ამას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც აღნიშნავენ. განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა ყველა პირი პასუხისგებაში მიეცემა, ვინც შესაძლოა, კანონი დაარღვია.  შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ  მიდგომით გააგრძელებს მუშაობას. მთელი ჩვენი გუნდი მუშაობას ამ მიდგომით ვაგრძელებთ. ყველა შესაძლო დარღვევას შესაბამისი რეაგირება ექნება. გუშინ მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებითაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპერატიული რეაგირება მოახდინა. ერთ-ერთი პირი დაკავებულია, რომელიც ინცინდენტში მონაწილეობდა და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მთავარი რაც არის, ყველა პირის მიმართმ განუხრელად პოლიტიკური კუთვნილებისამ თუ რამე სახის დარღვევა გამოიკვეთება, ოპერატიული რეაგირება იქნება.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი წინასაარჩევნო გარემოს შესახებ. გუშინ ზუგდიდში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებსა და ტელეკომპანია "ოდიშის" ჟურნალისტს თავს დაესხნენ. შემთხვევა დადიანების სასახლის ეზოში მოხდა. რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს როგორ მისდევს რამდენიმე ადამიანი ფოტოგრაფს და რამდენჯერმე ხელს ჰკრავს მას. ასევე, ისმის გინება ქართულად და მეგრულად. ოხანაშვილის ამ კომნეტარს პირველი არხი ავრცელებს.

კომენტარები