სასჯელაღსრულების სისტემა

#6 დაწესებულებაში პატიმარმა თავი ჩამოიხრჩო

სასჯელაღსრულების #6 დაწესებულებაში სავარაუდო სუიციდის შემთხვევა მოხდა – ამ ინფორმაციას სასჯელაღსრულების სამინისტრო ავრცელებს.  
„მსჯავრდებული თ.კ. უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორმა, #1 ახალი სარეჟიმო კორპუსის #4 საკანში, ჩამომხრჩვალი იპოვა. მიუხედავად გაწეული სამედიცინო დახმარებისა, მსჯავრდებულის გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 
გარდაცვლილი მსჯავრდებული დანაშაულს ყაჩაღობის ბრალდებით (მუხლი 179) იხდიდა. 
სამინისტროს ცნობით, მსჯავრდებულის ოჯახის წევრებს დაწესებულების ადმინისტრაციამ  აღნიშნული ფაქტის შესახებ უკვე აცნობა. ასევე მოხდა საგამოძიებო ორგანოების ინფორმირება და აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები