ტერორისტული აქტის მცდელობა

ანდრო ბარნოვი: ტერორიზმში ბრალდებულების პრეზიდენტთან დაკავშირება პროვოკაციაა

www.weeknews.ge

შსს-ს განცხადებას, რომ ტერორიზმში ბრალდებული მიკაელ კადიევი გარკვეული პერიოდის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტის პირადი მფრინავის კუთვნილ ბინაში ცხოვრობდა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა უპასუხა. როგორც ბარნოვმა რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა, ტერორიზმში ბრალდებული პირების რაიმე ფორმით ირიბად პრეზიდენტის სახელთან დაკავშირება არის პროვოკაცია. ბარნოვის თქმით, ქორთოშიძე პრეზიდენტის პირადი მფრინავი არ არის. ის მუშაობს კომპანიაში, რომელიც დაქირავებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ, რომელიც პრემიერმინისტრს ექვემდებარება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი აცხადებს, რომ დროში საეჭვოდ დაემთხვა საქართველოში თალიბანის სახელით ვიდეოების გავრცელება, შემდეგ პუტინის განცხადება ორი ქვეყნის სპეცსამსახურების თანამშრომლობის შესახებ და ბოლოს საქართველოში ტერაქტის მცდელობისთვის მიკაელ კადიევის და რიზვან ომაროვის დაკავება.

კომენტარები