საქართველო-ევროკავშირი

ვიქტორ დოლიძე: ევროპის სახალხო პარტიის განცხადებას გაგებით ვეკიდებით

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე იზიარებს იმ შეშფოთებას, რაც ევროპარლამენტარებს 8 თებერვალს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აქვთ. იგი, გუშინ, 13 თებერვალს, ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის (EPP) ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებასაც გამოეხმაურა. 
"გასაგებია ურთიერთობები, რაც ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ევროპის სახალხო პარტიასთან აქვს. ამიტომ, მათ განცხადებას გაგებით ვეკიდებით, მაგრამ მეორე მხრივ, აბსოლუტურად ვიზიარებ შეშფოთებას, რაც მათ 8 თებერვალს მომხდარ ფაქტზე გააჩნიათ. მათ კონსტრუქციული პოზიცია აქვთ, ჩვენც ანალოგიურად შეშფოთებულები ვართ. ხელისუფლებას არ მოსწონს ის, რაც მოხდა. მომავალში ასეთი ქმედებები უფრო მეტი სერიოზულობით უნდა აღიკვეთოს. ამავე დროს, ევროპელი მეგობრები იზიარებენ ხალხისა და იმ პოლიტპატიმრების შეშფოთებას, რომლებიც რამდენიმე წლის განმავლობაში ციხეებში, კაცმა არ იცის რისთვის იმყოფებოდნენ", - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ. 
ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ევროპის სახალხო პარტიის პოზიცია ასოცირების შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასრულებას ხელს არ შეუშლის. 

კომენტარები