ენერგეტიკა

ივანიშვილის განცხადებამ საქართველოს აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი შეიძლება გაუძვიროს

აზერბაიჯანმა შეიძლება საქართველოს ბუნებრივი აირი გაუძვიროს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო иа Regnum-ი ავრცელებს.

სააგენტოს თქმით, გაზის ფასის და საქართველოსთან ურთიერთობის შესახებ სააგენტოს აზერბაიჯანის მთავრობის ერთ-ერთი წარმომადგენელი ესაუბრა. "აზერბაიჯანი საქართელოს გაზს სასაცილო ფასად, 1000 კუბურ მეტრს 200 დოლარად აწვდის, ასეთი ფასი მსოფლიოში არ არსებობს. მაგრამ აზერბაიჯანი საქართველოსთან სტრატეგიული ურთიერთობის გათვალისწინებით, ყოველთვის მიდიოდა ამ დათმობაზე. ამასთან ერთად, აზერბაიჯანის ინვესტიცია საქართველოში 3 მილიარდ დოლარამდეა, ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინვესტორები ვართ საქართველოში. ამიტომ ჩვენთვის გაუგებარია პრემიერ მინისტრ ივანიშვილის განცხადება, რომ ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობა მისთვის რაღაც კითხვებს აჩენს. საქართველოს ამ რკინიგზის მშენებლობაში თანხა საერთოდ არ ჩაუდია, ყველა ხარჯი თავის თავზე აზერბაჯანმა აიღო. ამასთან ერთად ამ პროექტზე ათასობით ქართველი დასაქმდა. საქართველომ ამ პროექტით მოიგო და არაფერი წაუგია. საქართველოს ინტერესებშია აზერბაიჯანთან სტრატეგიული ურთიერთობა შეინარჩუნოს," განუცხადა წყარომ სააგენტოს. 

კომენტარები