NDI

NDI: NATO-ში საქართველოს გაწევრიანებას ქართული ოცნება, 56%-ის აზრით, შეძლებს

NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 70% მიიჩნევს, რომ სოფლის მეურნეობის საკითხის მოგვარებას ქართული ოცნება შეძლებს, ხოლო საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას ქართული ოცნება გამოკითხულთა 56%-ის აზრით მოახერხებს.

68%-ის აზრით, ქართული ოცნება შეძლებს, მოაგვაროს პენსიების, ჯანდაცვის, რუსეთთან ურთიერთობის, ციხეებისა და დასაქმების საკითხები.

65%-ზე მეტი თვლის, რომ მმართველი პარტია მოაგვარებს სიღარიბის პრობლემას, ასევე გადასახადების, ადამიანთა უფლებების, ინფლაციის, განათლების (64%), ხელფასების (63%), დემოკრატიის (62%), კრიმინალის (61%), ტერიტორიული მთლიანობის (61%) საკითხებს.

ნაციონალურ მოძრაობას, თავის მხრივ, ყველაზე მაღალი პროცენტი NATO-ში გაწევრიანების საკითხში ერგო (10%), ასევე კრიმინალის მოგვარებასა (9%) და განათლების ნაწილში (8%). ხოლო ყველაზე ნაკლები - რუსეთთან ურთიერთობის და ციხეების საკითხების მოგვარებაში (4%).

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა კვლევის შედეგების მეორე ნაწილი 17 დეკემბერს წარმოადგინა. საზოგადოებრივი აზრის კვლევის საველე სამუშაოები, საქართველოს მასშტაბით, 14-25 ნოემბრის პერიოდში ჩატარდა და წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 1,947 პირის ინტერვიუს ეფუძნება.

 

კომენტარები