NDI

NDI: ქართულ პოლიტიკაში არსებული დაპირისპირება დემოკრატიულ პროგრესს საფრთხეს უქმნის

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საერთაშორისო ექსპერტების გუნდმა
პოლიტიკურ პარტიებთან, მთავრობის წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და
მედიასთან ონლაინ შეხვედრები გამართა. 

როგორც NDI-ს განცხადებაში წერია, საქართველოში გახანგრძლივებულმა პოლიტიკურმა კრიზისმა, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისკენ მიმართულმა შეტევებმა საქართველოსა და საერთაშორისო საზოგადოებაში შეშფოთება გამოიწვია და ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების ერთგულების მიმართ კითხვები გააჩინა. 

"NDI-ის 2021 წლის ივლისის საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის არ მიაჩნია, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრობს. 19 აპრილის შეთანხმების დარღვევამ, რასაც მნიშვნელოვანი რეფორმები უნდა უზრუნველეყო, კიდევ უფრო გაამყარა ეს განწყობა. წლევანდელი არჩევნები საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს შესაძლებლობას აძლევს, რომ დემოკრატიული პრინციპების დაცვითა და მოქალაქეების საჭიროებებზე ყურადღების გამახვილებით საქართველოს დემოკრატიული მისწრაფებებისადმი თავიანთი ერთგულება დაამტკიცონ". - წერია განცხადებაში. 

მათივე ინფორმაციით, როგორც ყოფილმა გუბერნატორმა ჰოვარდ დინმა შეხვედრაზე თქვა, მთავრობამ მთავრობამ იმ ჯგუფების პასუხისმგებლობა უნდა უზრუნველყოს, რომლებიც ცდილობენ ხელი შეუშალონ მედიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობას,

"კონსტრუქციული დიალოგი პასუხისმგებლიანი და წარმომადგენლობითი მმართველი სისტემის
აუცილებელი კომპონენტია. ქართულ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმები
სრულიად მიუღებელია. მთავრობამ იმ ჯგუფების პასუხისმგებლობა უნდა უზრუნველყოს, რომლებიც ცდილობენ ხელი შეუშალონ მედიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობას, მათ შორის დამოუკიდებელ მონიტორინგს, საარჩევნო პროცესების ანალიზსა და ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების მოსაზრებების გაჟღერებას. ეს მმართველ გუნდად ყოფნის ტვირთია". - თქვა ჰოვარდ დინმა. 

შეხვედრაზე ელჩმა პერ ეკლუნდმა თქვა, რომ საქართველოში არსებული გამოწვევები ახალი არ არის და მისი უზრუნველყოფა ყველა პოლიტიკური პარტიის პასუხისმგებლობაა. 

"სამწუხაროდ, საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები ახალი არ არის. ეს პრობლემები ქვეყანას
სხვადასხვა მთავრობების დროს აწუხებდა. ყველა პოლიტიკური ლიდერის პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს, რომ ეს გამოწვევები მომავალ ადმინისტრაციებსაც არ გადაეცეს. მიუხედავად იმისა, რომ მმართველ პარტიას ლიდერობის უფრო დიდი ტვირთი აქვს, ოპოზიციური პარტიებიც კეთილსინდისიერად უნდა ჩაერთონ ამ პროცესებში". - თქვა ელჩმა პერ ეკლუნდმა. 

არჩევნების დღემდე დაახლოებით სამი კვირით ადრე, საერთაშორისო თანამშრომლობის
სულისკვეთებით, NDI შემდეგ რეკომენდაციებს ავრცელებს, რომელთაც, მათი განცხადებით, შეუძლიათ ხელი შეუწყონ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების გაძლიერებას:

  • ყველა ჩართულმა მხარემ პატივი უნდა სცეს საარჩევნო დამკვირვებლებისა და მედიის წარმომადგენლების უფლებას, რომ თავიანთი საზედამხედველო საქმიანობა თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში განახორციელონ. ასევე, დაცული უნდა იყოს იმ პირების უფლებები, რომლებიც კამპანიისა და ხმის მიცემის პროცესებში არიან ჩართულნი. მთავრობამ ამ უფლებების დასაცავად სამართალდამცავი ორგანოების სათანადო მომზადება და აღჭურვა უნდა უზრუნველყოს.
  • ხელისუფლებამ ძალადობის, დაშინების და ამომრჩეველთა მოსყიდვის სავარაუდო შემთხვევებზე სწრაფი და საფუძვლიანი გამოძიება უნდა ჩაატაროს და დამნაშავეების პასუხისგებაში დროული მიცემა უზრუნველყოს.
  • საარჩევნო ადმინისტრაციამ დამატებითი ძალისხმევა უნდა გასწიოს, რათა მიღებული საჩივრები სწრაფად, გამჭვირვალედ და სათანადოდ განიხილოს, საჭიროების შემთხვევაში კი შესაბამისი დამატებითი ნაბიჯები გადადგას.
  • ყველა პარტიის მხარდამჭერმა თავი უნდა შეიკავოს პოლიტიკური ძალადობისა და დაშინებისგან. პოლიტიკურმა პარტიებმა დროულად უნდა შემოიღონ და გამოიყენონ შიდა სანქციები მათთვის, ვინც ამ პრინციპებს დაარღვევს.
  • პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა აწარმოონ საკითხებზე დაფუძნებული, მოქალაქეების საჭიროებებზე ორიენტირებული კამპანიები და გამოიყენონ მაუწყებლების მიერ შეთავაზებული ყველა შესაძლებლობა, რათა ჩაერთონ დებატებში და საზოგადოებას თავიანთი პოლიტიკის დღის წესრიგი წარუდგინონ.
  • არჩევნებამდე, არჩევნების განმავლობაში და შემდეგ, ყველა პარტიამ მონაწილეობა უნდა მიიღოს პოლიტიკურ პროცესებში და კონსტრუქციული დიალოგის გზით რეფორმების გატარებას შეუწყოს ხელი, რაც 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებით იქნება განპირობებული. ასეთმა კურსმა, შესაძლოა, დაარწმუნოს ამომრჩეველი, რომ მოახლოებულიარჩევნები ნამდვილი პოლიტიკური რეფორმების საწყისი იქნება.

თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები