NDI

NDI-ს დირექტორი: ჩემს შვილებს საქართველოს ვიზებზე უარი უთხრეს

ღმერთო ჩემო - როგორც ბათუმში გითხარი, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჩემს შვილებს ვიზებზე უარი უთხრა ალოგიკური მიზეზებით. შესაძლოა NDI-ს დირექტორს საქართველოს დატოვება მოუწიოს! ვერც კი წარმოიდგენ, რა ალოგიკური რაღაცეები გვითხრეს. განსაკუთრებით გამაღიზიანებელი ისაა, რომ ყველა ურთიერთგამომრიცხავ რაღაცეებს გვეუბნება. ერთსა და იმავე ინსტრუქციებს ვერ ვიღებთ. ვიზების სამსახურის წარმომადგენელი ქალბატონი აზრზე არ იყო, რას ამბობდა, ბოდიშს იხდიდა.

ყველა პროცდურა დავიცავით, გავაკეთეთ ზუსტად ის, რაც გვირჩიეს, გამოვცხადდით დანიშნულ დღეს და ა. შ. მაგრამ გვითხრეს, რომ ძალიან დავაგვიანეთ. ასევე გვითხრეს, რომ ელექტრონულად შევსებული აპლიკაციები “არ ითვლება” (რატომ გაქვთ მაშინ, ან ფულს რატომ გვახარჯინებთ ამაში). ამას გარდა, არავინ პასუხობს ტელეფონს იმისთვის, რომ ინფორმაცია მოიპოვო.

გასაგებია ის, რომ სავიზო რეგულაციები მნიშვნელოვანია, მაგრამ პროცესი დამაბნეველია და გამაღიზიანებელი იმიტომ რომ ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ვიღებთ ყოველ ჯერზე. ვიმედოვნებ ჩემი შვილები და მე გამოვძვრებით ამ სიტუაციიდან.

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის დირექტორის ლორა ტორნტონის ტექსტურ შეტყობინებას Forbes-ის რედაქტორი, გუგა სულხანიშვილი ავრცელებს.

კომენტარები