საგზაო წესების დარღვევის ჯარიმები

კირცხალია: შესაძლოა, რიგ შემთხვევაში საგზაო წესებთან დაკავშირებით შემსუბუქდეს მიდგომები

ივანიშვილის წარმომადგენელმა, ირაკლი კირცხალიამ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ  შესაძლებელია, რიგ შემთხვევაში საგზაო წესებთან დაკავშირებით შემსუბუქდეს რიგი მიდგომები და რიგი ჯარიმები.

კირცხალიას განცხადებით, სავარაუდოდ, "შემდეგი სასესიო კვირისთვის რაღაც ცვლილებები" იქნება.

"კონსულტაციები მიმდინარეობს ბატონ მამუკა მდინარაძესთან, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ბატონ სულხან თამაზაშვილთან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში რიგი ცვლილებების განხორციელების შესახებ. კერძოდ, ცვლილებები შეეხება საგზაო ტრანსპორტის მოძრაობის წესებს.

ვმუშაობთ და ალბათ შემდეგი სასესიო კვირისთვის რაღაც ცვლილებები გვექნება. დაკვირვებიდან გამომდინარე ჩვენ ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია, რიგ შემთხვევაში საგზაო წესებთან დაკავშირებით შემსუბუქდეს რიგი მიდგომები და რიგი ჯარიმები. უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი, რომ დაბალანსდეს იმასთან მიმართებით, თუ რა დონის გადაცდომაა და რამდენად პროპორციულია ამ გადაცდომასთან დღევანდელი მოქმედი ჯარიმები. დამერწმუნეთ, კონსენსუსს აუცილებლად მივაღწევთ და საგაზაფხულო სესიის ბოლოსთვის საზოგადოებას გავაცნობთ ცვლილებებს. რაც მთავარია, ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. ასე რომ, ეს საკითხი დაბალანსდება". - თქვა კირცხალიამ. 

კომენტარები