NDI

NDI: მოსახლეობის 93%-ს პატრიარქი მოსწონს, ივანიშვილი - 80%-ს, სააკაშვილი - 29%-ს

NDI-ის გამოკითხვის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 93%-ს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს. ის ყველაზე პოპულარულ საჯარო ფიგურად რჩება. პატრიარქს რეიტინგში პრემიერმინისტრი ივანიშვილი მოჰყვება 80%-იანი მაჩვენებლით. ივანიშვილი აგვისტოში მოსახლეობის 33 %-ს მოსწონდა. კვლევის შედეგები NDI-იმ 17 დეკემბერს წარმოადგინა.

ივანიშვილის შემდეგ რეიტინგში პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილია 63%-იანი მოწონებით. აგვისტოში ის მოსახლეობის მხოლოდ  18%-ს მოსწონდა. 

შემცირებულია ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის რეიტინგი - თუ აგვისტოში ის მოსახლეობის 62%-ს მოსწონდა, ნოემბერში ეს ციფრი ორჯერაა შემცირებული და 28%-ს შეადგენს.  ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან მოსახლეობას ყველაზე მეტად დავით ბაქრაძე მოსწონს. ყოფილ პარლამენტის თავმჯდომარეს 42%-იანი  რეიტინგი აქვს. 

ორჯერაა შემცირებული პრეზიდენტის რეიტინგიც - თუ აგვისტოში ის 63%-ს მოსწონდა, ნოემბრისთვის ეს ციფრი 29%-ამდეა შემცირებული. 

NDI-ის უახ­ლე­სი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის კვლე­ვა ნო­ემ­ბერ­ში ჩა­ტარ­და. კვლე­ვის  სა­ვე­ლე სა­მუ­შა­ო­ე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, 14-25 ნო­ემ­ბრის პე­რი­ოდ­ში წარიმართა და წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი შერ­ჩე­ვის სა­ფუძ­ველ­ზე 1,947 პი­რის­პირ ინ­ტერ­ვი­უს ეფუძ­ნე­ბა.

 NDI-ის კვლე­ვებს აფი­ნან­სებს შვე­დე­თის სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­ა­გენ­ტო (Sida) და ატა­რებს კავ­კა­სი­ის კვლე­ვი­თი რე­სურ­სე­ბის ცენ­ტრი (CRRC).

კომენტარები