ევროპის სახალხო პარტია

ვილფრედ მარტენსი: საქართველოში შექმნილი ვითარება საგანგაშოა

ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარემ ვილფრედ მარტენსმა საქართველოში შექმნილი ვითარება შეაფასა და აღნიშნა, რომ "მდგომარეობა საგანგაშოა". მარტენსმა ახალ მთავრობას მოუწოდა, პატივი სცეს ქვეყანაში არსებულ დემოკრატიულ ინსტიტუტებს. 

 საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მარტენსმა ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ამჯერად ბრიუსელში ევროპის სახალხო პარტიის სამიტზე შეაფასა, რომელსაც მისივე მიწვევით პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც დაესწრო.

"ჩვენ ვიმსჯელეთ საქართველოში შექმნილ საგანგაშო სიტუაციაზე. წინა მთავრობამ მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა და ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესსაც მიაღწია. ამას გარდა, შესაძლებელი გახდა საპარლამენტო არჩევნების პროცესის სამართლიანად და სწორად წარმართვა. თუმცა ახალი მთავრობის ქმედება - დაპატიმრებები და მედიასაშუალებებზე ზემოქმედება - ევროპაში შეშფოთებას იწვევს. ახალ მთავრობას მოვუწოდებთ, ხელი აიღოს მსგავს ქმედებებზე და პატივი სცეს დემოკრატიული სახელმწიფოს ისეთ ინსტიტუტებს, როგორიცაა მედიის თავისუფლება და ადამიანის ძირითადი უფლებები", - განაცხადა ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარემ.

კომენტარები