ევროპის სახალხო პარტია

ბოკერია EPP-ზე: გვყავს ხელისუფალი, რომელიც ეჭვმიტანილია ქმედებებში, რაც სანქცირებას იმსახურებს

ის, რომ განხილვის საგანია უკვე დიდი ხანია და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში საქართველოს მთავარი ძალაუფლების მქონე პირის სანქცირების საკითხი, იმის და მიუხედავად, როდის განხოირციელდება ეს ბოლომდე, უკვე არის უმძიმესი პოლიტიკური განაჩენი ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველო უნდა იყოს კარგი გაგებით პაპზე უფრო კათოლიკე იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ ყველა ბარიერის მიუხედავად უნდა მივიწევდეთ წინ ნატოსკენ, ევროკავშირისკენ, დაცულობისკენ და ამ დროს გვყავს ხელისუფალი, რომელიც არის მინიმუმ ეჭვმიტანილი თავისუფალი სამყაროსგან ისეთ ქმედებებში, რომელიც სანქცირებას იმსახურებს, როგორც დემოკრატიის, ასევე თავისუფალი სამყაროს მტრის, პუტინის რუსეთთან კავშირის თვალსაზრისით.

ამბობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია EPP-ის რეზოლუციაზე, სადაც ივანიშვილის დასანქცირების საკითხია მოხსენიებული. რადიო თავისუფლების ინფორმაციითEPP-ს რეზოლუციის პროექტი, რომელიც ევროპის პარლამენტმა 9 ივნისს უნდა განიხილოს და საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტთა უსაფრთხოების ხელყოფას ეხება, ქართული ოცნების დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების წინადადებასაც მოიცავს.

კომენტარები