ევროპის სახალხო პარტია

კობახიძე EPP-ზე: სამწუხარო პრინციპი მოქმედებს – "ვიღაც არის ცუდი ბიჭი, მაგრამ ჩემი ცუდი ბიჭი"

არათუ აქცენტები შესთავაზა ნაცმოძრაობამ EPP-ს, არამედ მთლიანად ტექსტი იყო ნაცმოძრაობის მომზადებული, რაც მითითებული იყო კიდეც ტექსტზე. ეს არის ძალიან ცუდი პრაქტიკა, რაც, ზოგადად, ამ ევროპულ პარტიაშია ჩამოყალიბებული და არ არის დამახასიათებელი სხვა ევროპული პარტიებისთვის. აქ მოქმედებს სამწუხარო პრინციპი, რომელიც არის ისტორიულად ცნობილი, რომ ვიღაცა არის ცუდი ბიჭი, მაგრამ არის ჩემი ცუდი ბიჭი. ეს ძალიან ცუდი პრაქტიკაა. მე ცოტა რბილად ვთქვი, ნაცმოძრაობასაც უფრო უხეში ტერმინები შეესაბამება, რა თქმა უნდა.

EPP-სთვის ეს არის დამახასიათებელი - შეუძლია, ხელი დააფაროს ისეთ პარტიასაც კი, თუ არის წევრი, რომელსაც უმძიმესი დანაშაულები აქვს ჩადენილი და ნაცმოძრაობა არის ამის ყველაზე ნათელი მაგალითი. ეს არის ძალიან სამწუხარო. 

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე იმედის ეთერში. EPP-მ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინიციატივით საქართველოს შესახებ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, "საქართველოში არაფორმალურმა მმართველობამ დემოკრატიული ინსტიტუტების ეროზია გამოიწვია".

კომენტარები