სასჯელაღსრულების სისტემა

NDI: ამნისტიის მომხრე გამოკითხულთა 12%-ია

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები დღეს გახდა ცნობილი. წინასაარჩევნო პერიოდში, ტელევიზიით გავრცელებულ პატიმართა გაუპატიურებისა და წამების ამსახველი ვიდეომასალის შესახებ ინფორმირებული გამოკითხულთა 96%-ია. 
კითხვაზე, რა ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ ციხის სკანდალთან დაკავშირებით, 47% პასუხობს, რომ ხელისუფლებამ სრული გამოძიება უნდა აწარმოოს, 41% სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის მომხრეა, 35% ყოფილი მთავრობის წევრებისთვის მოითხოვს პასუხისმგებლობის დაკისრებას,  24% თვლის, რომ საჭიროა, ციხეში არსებული მონიტორინგის გაზრდა, ამნისტიას 12% ემხრობა, ფინანსური კომპენსაციების გაცემას პატიმრებსა და მათ ოჯახებზე - 7%. კითხვაზე პასუხი არ აქვს 16%-ს. 
კვლე­ვა ამა წლის 14-25 ნო­ემ­ბრის პე­რი­ოდ­ში,  სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით 1,947 პი­რის­პირ ინ­ტერ­ვი­უს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი შერ­ჩე­ვის სა­ფუძ­ველ­ზე ჩა­ტარ­და. მას­ში ასა­ხუ­ლია მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კით­ხე­ბი, ასე­ვე მო­სახ­ლე­ო­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა დე­მოკ­რა­ტი­ის, რე­ფორ­მე­ბის და სა­გა­რეო თუ სა­ში­ნაო პო­ლი­ტი­კის სა­კით­ხე­ბის მი­მართ.
კვლე­ვა­ში სა­შუ­ა­ლო ცდო­მი­ლე­ბის ზღვა­რი წარ­მო­ად­გენს +/-3 პრო­ცენტს. NDI-ის კვლე­ვებს აფი­ნან­სებს შვე­დე­თის სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­ა­გენ­ტო (Sida) და ატა­რებს კავ­კა­სი­ის კვლე­ვი­თი რე­სურ­სე­ბის ცენ­ტრი (CRRC).
 

კომენტარები