საქართველო-ევროკავშირი

საქართველოს კეტრინ ეშტონი ეწვევა

   ხვალ, 26 ნოემბერს,  საქართველოს ევროკავშირის  უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, კეტრინ ეშტონი ეწვევა. კეტრინ ეშტონი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ მინისტრთან და საქართველოს პრეზიდენტთან.  კეტრინ ეშტონი ასევე შეხვდება საგარეო საქმეთა მინისტრს მაია ფანჯიკიძეს. საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ცნობით  უმაღლესი წარმომადგენელი  26 ნოემბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" პრესისთვის ბრიფინგს გართავს. 

კომენტარები