აშშ-საქართველოს ურთიერთობები

უილსონი: ოცნების რეჟიმი, ხალხის საწინააღმდეგოდ, ქვეყანას ჩინეთზე, პუტინსა და ირანზე ყიდის

ქართული ოცნების არალეგიტიმური რეჟიმი, ქართველი ხალხის სურვილებისა და აშშ-ს ინტერესების საწინააღმდეგოდ, ქვეყნის ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე, ომის დამნაშავე პუტინსა და ირანზე გაყიდვის პროცესშია. საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ამასთან, ისინი ავრცელებენ ანტიამერიკულ პროპაგანდასა და მუდმივად შეურაცხყოფას აყენებენ პრეზიდენტ ტრამპს – მას "დიფ სთეითის აგენტობაში" სდებენ ბრალს.

ჩვენ ასევე ვიცით, რომ ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპის ინაუგურაციის დაფასებული სტუმარი იყო და ყოველდღიურად თბილისში დემონსტრაციებია, სადაც ხალხს პრეზიდენტი დონალდ ტრამპის პოსტერები დააქვს, და აშშ-სა და პრეზიდენტი ტრამპისადმი სიყვარულს გამოხატავენ. ქართული ოცნების მარიონეტულმა პრემიერმინისტრმა გასულ კვირას ჩვენს სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს, ტყუილების თქმაში დასდო ბრალი დასდო ბრალი. ამ გარიყული რეჟიმის საქციელი საფრთხეს უქმნის ყოველივე იმას, რასაც პრეზიდენტმა ტრამპმა სამხრეთ კავკასიაში მიაღწია და ეს უნდა შეიცვალოს.

[...] ქართული ოცნების კოშმარის რეჟიმმა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებით, უნდა მიატოვოს ანტიამერიკული კურსი, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები, შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული დევნა, უზრუნველყოს სამართლიანი არჩევნების გარემო, გააუქმოს დრაკონული კანონები, რომლებიც ამერიკულ ბიზნესებს ახრჩობენ, და დაასრულოს სიტყვის თავისუფლების დევნა.

განაცხადა აშშ-ს რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა "კავკასიაზე ჩინეთის კონტროლთან გამკლავების აქტის" მიღებამდე სიტყვით გამოსვლისას.

ცნობისთვის, 8 ივნისს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა უილსონის მიერ წარდგენილ კანონპროექტს, რომელიც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს, სადაზვერვო და თავდაცვის მაღალჩინოსნებთან ერთად, აქტის მიღებიდან არაუგვიანეს 180 დღეში გასაიდუმლოებული ანგარიშის წარდგენას ავალებს, საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო სამსახურების შეღწევასა და შესაძლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

კომენტარები