სასჯელაღსრულების სისტემა

ქსნის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმართა ნაწილი შიმშილობას განაგრძობს

ქსნის ტუბერკულოზით დაავადებულთა სასჯელაღსრულების #19 დაწესებულებაში პატიმართა ნაწილი შიმშილობას განაგრძობს.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, პრევენციული ჯგუფის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნული საპყრობილის მსჯავრდებულებმა განაცხადეს, რომ 2012 წლის 25 სექტემბრიდან შიმშილობა გამოაცხადა 30-მდე პატიმარმა. პატიმრების ძირითადი მოთხოვნაა, გაუმჯობესდეს სამედიცინო მომსახურება, ასევე, ამუშავდეს და ეფექტური გახდეს მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე გათავისუფლების, ასევე, ავადმყოფობის გამო სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების მექანიზმები.

ომბუდსმენის აპარატის ცნობით, ამჟამად N19 დაწესებულებაში იმავე მოთხოვნით შიმშილობას განაგრძობს ხუთი მსჯავრდებული. მსჯავრდებულთა ნაწილი, მოშიმშლეთა მიმართ სოლიდარობის გამოხატვის მიზნით, უარს აცხადებს მედიკამენტების მიღებაზე.

 

კომენტარები