ოლიმპიური თამაშები

დათუნაშვილი მეოთხედფინალში დამარცხდა

ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი მეოთხედფინალში დამარცხდა. მან ორთაბრძოლა აზერბაიჯანელ ამინ ახმედოვთან დათმო.

74 კილოგრამ წონით კატეგორიაში 21 წლის ქართველმა მოჭიდავემ მერვედფინალში ამერიკელი ბენჟამინ პროვისორი დაამარცხა. მანამდე კი კორეელ ჯინ–ჰიეოკ კიმისთან ბრძოლაში გაიმარჯვა.

დათუნაშვილს შანსი აქვს ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლოს - იმ შემთხვევაში, თუ ამინ ახმედოვი ფინალში გავა.

 

კომენტარები