ოლიმპიური თამაშები

ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსებსა და ბელარუსებს აზიურ თამაშებში მონაწილეობის უფლება არ მისცა

TASS

საერთაშორისო ოლოიმპიურმა კომიტეტმა რუს და ბელარუს სპორტსმენებს 2023 წლის აზიურ თამაშებში მონაწილეობის უფლება არ მისცა. ამის შესახებ ინფორმაციას The Indian Express-ი აზიის ოლიმპიურ საბჭოსა (OCA) და საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტზე (IOC) დაყრდნობით არველებს.

იმ შემთხვევაში, თუ რუსები და ბელარუსები აზიის თამაშებში მონაწილეობას მიიღებდნენ, მათ ექნებოდათ შესაძლებლობა, რომ 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე პარიზში ეასპარეზათ. 

როგორც საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა განმარტა, რუსებისა და ბელარუსების აზიურ თამაშებში მონაწილეობა შეუძლებელი “ტექნიკური მიზეზების გამო” გახდა.

აზიური თამაშები ოთხ წელიწადში ერთხელ 1951 წლიდან ტარდება. შეჯიბრება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ რეგულირდება.

კომენტარები